მოგესალმებით Salonebi.ge-ს ადმინისტრაცია.

მადლობა, რომ ჩვენთან პარტნიორობის სურვილი გამოთქვით.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მომხარებელს სწორი არჩევანის გაკეთებაში და მივაწოდოთ მათ ობიექტური, ხელმისაწვდომი და სრულყოფილი ინფორმაცია არსებული ესთეტიკური ცენტრების და სილამაზის სალონების შესახებ. მეორეს მხრივ კი, მივცეთ თითოეულ კომპანიას საშუალება მათი პოტენციალი მაქსიმალურად აითვისონ და ხმა მიაწვდინონ იმ პოტენციურ მომხარებლებს, რომელთაც დღეს ხმის მიწვდენა არცერთი სხვა პლატფორმით არ არის შესაძლებელი.

თქვენი კომპანიის პროფილის შექმნა ჩვენს პლატფორმაზე სრულიად უფასოა და ყოველთვის უფასო იქნება.

თქვენ მიიღებთ ლამაზ და დახვეწილ ვებ საიტზე შექმნილ პერსონალიზირებულ პროფილს, რომელსაც ყოველდღიურად ჩვენი პლატფორმის ასობით მომხარებელი იხილავს და შესაბამისად თქვენი პოტენციური მომხარებელი გახდება.

ჩვენი გუნდი არ იშურებს არც ფინანსურ რესურს და არც ენერგიას, რომ პლატფორმა მაქსიმალურად სრულყოფილი გავხადოთ, თუმცა თქვენი ჩართულობა ჩვენი საერთო ინტერესების მიღწევაში აუცილებელია, ამიტომაც, გთხოვთ აღნიშნული აპლიკაცია მაქსიმალურად ზუსტად და სრულყოფილად შეავსოთ.

პლატფორმა მოხმარებაში ჩაეშვება 2018 წლის დეკემბრის 15 რიცხვში და მრავალ დამატებით სერვის და მომსახურებას შემოგთავაზებთ.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით იმეილზე Info@salonebi.ge ან დაგვირეკეთ: 599 70 10 60

 
აპლიკაცია